პოეზია · ლირიკა
დასასრულის დასაწყისი
ეს დასასრულის დასაწყისია,დრო თავგანწირვის და გადარჩენის,ბედმა და წერამ ერთად მიწიადა ჯილდოდ მერგო ქალი _ სასჯელი.......................................ცად ავარდნილი ტანი ლერწამის,თვალი გიშრის და ბაგე ბადახშის...პიტალო მკერდზე ვიგვემ-ვეწამედა ტრფობის ზღვაში ვნებით გადავრჩი................................................ბასრი ჩანქერის სხივით განმგმირადა დამეპკურა ანკარა წყაროდ,მომსრა, მაცოცხლა...ასე, ამრიგად,ჩემში განივთდა მთელი სამყარო.....................................დაცემული და აღმატებული,ქალი მჩქეფარე და დაშრეტილი,კაცი _ მირიად ვარსკვლავთ კრებულიდა უსასრულო ერთი წერტილი.