↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ის, სიყვარულში უარყოფილი

კობახიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი377 ნახვა

—
ლედი კ.ლ-სიყო საღამო და ჰქროდა ქარი...თვალს მიეფარა შორს, მტვერში, ეტლი,დგას მარტოობა _ ამაყი ქალი,და არსაიდან რაღაცას ელის.ერთვის საროს ჩრდილს და... იფერფლებაის, სიყვარულში უარყოფილი,...და ჰოი! ქვეყნად მშვენიერებამწუხარებისგან არის შობილი...უგრძესი წამი ძევს უცნაური,ჰქონდა საღამოს სხვა ფერი გუშინ,და... სამშვინველი შეგუბდა გულში,ვით ნიჟარაში ზღვების ხმაური...სასოწარკვეთა ეხლება ქუჩას,ხარბად დაწაფულს გადახსნილ მაჯას,ბარბაცებს მთვრალი, სისხლიან ტუჩით,ქუჩა და ტკივილს გულუხვად ხარჯავს....და შემოდგომის ბაღში გრიგალიყვითელ ფოთლებით სარეცელს გაშლის,და წყდება ბედის ესე ტრიალი,როგორც პოეტი, ის კვდება ქარში.
კობახიძე გიორგი

კობახიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი