↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თეთრი ღამე

კობახიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი392 ნახვა

—
თოვლი მოდის... მწუხარება დრამის _შარშანდელი ვიღას ახსოვს თოვლი...ყინვის თვალი მიტოვებულ ღამის _ფანჯრის მინა _ დაბურული ბროლი.ბნელ ოთახში სევდა შემოივლისდა მოჰყვება მივიწყებულ ამბავს.ისე შვენის თოვლის კაბა თბილისს,ვით პატარძალს თოვლისფერი კაბა.ცა ფარდაა თეთრი აბრეშუმის,მოლოდინის უსასრულო წამი...მომაკითხავს მარტოობა ჩუმიდა ინტიმი _ შენ და თეთრი ღამე.გადაშლილა ყველა ძველი კვალიდა ახალი ნაკვალევიც არ ჩანს.გათენდება ღამე _ პასტორალი,გაბრწყინდება ასფრად თეთრი ფარჩა,გაიელვებს ცაზე ოქროს ეტლი...და შეიპყრობს მონატრება ღამის...თოვლი მოდის... მარტოობა თეთრი...თოვლი მოდის... მოლოდინის წამი...
კობახიძე გიორგი

კობახიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი