პოეზია · ლირიკა
ახლა რომ იყოს ოცდაჩვიდმეტი
ახლა რომ იყოს ოცდაჩვიდმეტი!..ხანდახან, ისე, სხვათა შორის,(შემინდე, ღმერთო!)რომ წარმოვიდგენ... გული მტკივა!..(ვთავხედობ ერთობ)მე გული მტკივა არა იმაზე,(გამიგეთ სწორად),რომ იქნება მსხვერპლი დიდძალი,არამედ... ღმერთო! _აზელილა ქვეყნის რბილ-ძვალი,მზე გაუხდიათ სათამაშოდ, მზე...ოინბაზებს.... არამედ, გული მტკივა იმაზე,რომ ქვაფენილზე ბევრად ნაკლებს,გაცილებით,წილად ხვდეს დახლა...ოცდაჩვიდმეტი რომ იყოს ახლა.