↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სონეტი №1

ხომერიკი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი377 ნახვა

—
`ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა”.ჰაფეზიბევრი ვიკითხე პოეზია მე ევროპული,დედანში ჩუმად ვკითხულობდი პლატონს და საპფოს.ბევრი რამ იყო მშვენიერი და ეროტული,იღბლიან პოეტს უდაბნოში თოვლად რომ ათოვს.ბევრი რამ იყო სამუდამოდ თანადროული,ბევრი რაინდი ბროწეულის ნატრობდა ნაყოფს.მაგრამ მათ მზერას ახლდა წყევლა ძველი, ტროული...წყევლა, რომელიც პოეტის გულს შიგნიდან აპობს.ევროპის თოვლში ამოსული შირაზის ვარდიბგერს, როგორც რილკე-შელლი-დონნ-ის მშვიდი პოპური...მე ცამეტი წლის ანნაბელლ ლიმ მაჩუქა დარდიდა სევდა, სევდა, სევდა ედგარ ალლან პოური.პოეტი ყველა მკვდარი არის _ მეცა და საპფოც...ჩვენ ველით, ველით, როდის მოვა ჰაფეზის სატრფო.

ხომერიკი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი