პოეზია · ლირიკა
მოცარტი და მე
ჩამოუქროლა სიომ ვიოლას, _გვიყვარს იები ზემგრძნობიარე,ვერ შეარხია სიმი იოლად,და სამი სივრცით დავრჩით მშიერი.ალბათ ასეთი თუა იღბალიპოეტების და ორქიდეების;შენ სილამაზით გადაიღალე,მე _ სილამაზის ოქროიდეით.პოეტებიო? რისთვის ვერ კლავენ?არც აცოცხლებენ, დიახ, ასეა.და პლანეტები ჩვენს ზრინს რეკავენ,რადგან ვაჯობეთ ჩვენსავ ხასიათს.მაღლა ზეცაში ცივა, ო, ცივა,ლოყის შეფაკვლა ზეცამ არ იცის!მათხოვე სითბო, თოვლივით ცვივაზეციდან ია და ბარბარისი.ნეტა ვინ ითმენს ასეთ მასკარადს,გულზე რას გაწერს შავი თავადი?რა გრძელი არის სიტყვა: ვარსკვლავი,რა ახლო არის ვარსკვლავებამდე!ხელს რად არ უშლის ვარსკვლავი ვარსკვლავსამ გატანჯულ და ულმობელ ცაში?აი, ეკლები, სისხლი, ...ად ასტრა,პატარა მზე და პატარა ბავშვი.