↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თეთრი ზეგანი

ხომერიკი გიორგი

2026-07-182 წთ საკითხავი359 ნახვა

—
Iპოეტმა ყველა წააგო ბრძოლა...და ბოლოს ერთი მოიგო ომი.პოეტში დაჰქრის შიში და ძრწოლადა ოქროსფერი, მზერამზე ლომი.პოეტმა იცის ფოთლების ენა,და კაცთა ენა მაინც არ იცის,პოეტს ნურავინ ნუ ჩათვლის ბრძენად,იგი სილაღის ცხოვრობს ხალისით.თბილ ლესტერებში მოსულო ვარდო,შენი ფერია მისი აჩრდილი,მზედაშანთული, ის მზეზე დარდობს,შავ ლაქებს ნაღვლობს სიკვდილაცრილი.გთხოვთ, აღარავინ არ იწყოთ მეტადმისი დაცინვა და ცალყბა ღიმი;სარკიდან მოდის მარადი დედა,რომელსაც მკერდზე შეხსნია ღილი.IIპოეტისა და კეისრის დუელსასდის საავდრო ღრუბლების სუნი.პოეტი ყველგან ერთია: უელსს,მესხეთს და თბილისს _ თუნდაც მისურის.სიკვდილ-სიცოცხლის შიშთვლით წამოსულს,ნუ დასცინებთ და ნუ ესვრით ტალახს;კბილით ძლივს იჭერს იგი ამო სულს,თავის საფლავის ბორცვსა და ბალახს.როგორც ვერავინ ამოხსნას ქალში,თუ ვით მწიფდება ნაყოფი ქალი,ვერც ვინ დარახტოს პოეტის რაში,პოეტის გრძნება და ნაფიქრალი.გთხოვთ,გაუფრთხილდით ბავშვობის ღამეს,ღამემ შვა დილა და დილამ _ ხიდი;თქვენთვის არსებობს _ პოეტი, ლამისთქვენივე _ მეხი და მეხამრიდი.გემუდარებით: მისთვის ილოცეთ,ვინც თქვენ გეკუთვნით ღამით და დღისით.ბრმა მერცხალია მისი სიცოცხლე...ბრმა მერცხლის ფრენა _ ცხოვრება მისი.როცა სხეულში გადის ის ძაბვა,ბრძენთაბრძენსაც რომ წამში დაფერფლავს,რად გიკვირთ,ხელით რომ გიგლეჯთ ჯაგნარს?თქვენს ტერფებს იცავს და თქვენს ნატერფალს.IIIროცა მარტო ვარ, მე უფრო ვიცი.და ჩემი სული დღისითაც ხედავს.Vენი და Vიდი და თანაც Vიცი?!არ დაუჯეროთ, ვინც ამას ბედავს.მე ბევრი ცრემლი დამჭირდა, რათაგადამეწია რიდე ოცნების:იმ ერთხელ მაინც გაიპო ფარდა,ნიჭიც სახეა პატიოსნების.ასეა, ასე _ დიდება უფალს!რომ ისევ ცოცხლებს კოცონში გული,და ამ სასწაულს ვერსად წაუვამოდგმა ეჭვებით გულდაკარგული.იყავით კარგად, დუმილით მქოლეთ,მე მაინც მიყვარს ყველა თქვენგანი.გიტოვებთ გულს და... დინება მდორემიმელის, როგორც თეთრი ზეგანი.

ხომერიკი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი