↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "წუხელის ისევ წარმომესახე"

შეწირული მზია

2026-07-181 წთ საკითხავი882 ნახვა

—
წუხელის ისევ წარმომესახედიდი სამყაროს პატარა ფესვი.რა გამახსენდა? _ ზამთარში ერთხელარდავიწყების სასმისი შესვი.მაშინ ბუხარში კოპიტი ენთო,კვამლს აჭენებდა ქარების რაში,მთაში _ მუხნარში _ მზე ჭამდა იმ თოვლს,ბზარს რომ გიჩენდა სულსა და ხმაში.ბოლოს ჩაყლაპა მზემ თოვლი იმ წლის,აცეკვდნენ ციხის გაღმა ყანჩები,დარებმა ოდას კანჭები დასწვეს_ ვერ დაიფარა ოდამ კანჭები.ცას გაუფიცხდა ობოლი თვალიდა რომ ვერ გნახა _ იკივლა მოჭრით......ბუხარში ახლაც კოპიტი იწვის,კვამლს მიათრევენ ქარები ქოჩრით...

შეწირული მზია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი