პოეზია · ლირიკა
ვახტანგ მეექვსე
ვერა, ვერ გაასწორა ბედისწერის ანკვირა,მისი ეტლის სიმრუდემ თვითონაც გააკვირვა.რასაც მეფე უთქვამდა წუთისოფლის ლამპართან,იყო დიდი ნუგეში ძეთა და წინაპართა.თოვლმა მოჭრა თვალები...ეჰ, ეგ არის რაც არის...სხვას კოცონი და სითბო _ მას ყინვა და ნაცარი...ის ნაცარიც სხვის ბაღებს მოაყარეს სასუქად,სხვის ბაღებში ხარობენ კროკონები მას უკან!არ ყოფილა იოლი _ გქონდეს _ მაინც ისესხო,სხვის კერაზე იალო, სხვის ბუხარში იცეცხლო,უსაშველო დარდისგან არ გიხსნიდეს დანა პირს,გპირდებოდნენ და მერე _ არ გატანდნენ დანაპირს !ენა იტყვის იოლად, რადგან ენა რბილია,ვით გტაცებდა ყვავი ვარდს _ ძერა ობოლ ბრილიანტს..._ მომიყევი, მეფეო, ასტრახანზეც ოდესმე,შენ მიამბე, მე სისხლით და ძარღვებით მოგისმენ...შენი შვილიც სხვის კარს ზის, თუმცა ტახტის ღირსია...ღელეს მიაქვს ნაფქვავი, თუ წისქვილი სხვისია...