პოეზია · ლირიკა
ზოგჯერ
ზოგჯერ _ პეშვი წყალია,ზოგჯერ _ ვეფხვის ცალია,ზოგჯერ _ მორცხვი ძალიან,ზოგჯერ _ ქარიშხალია,ზოგჯერ _ შესაბრალია,ზოგჯერ _ კლდე და სალია,ზოგჯერ, თუ არ სცალია,ალბათ, ჩვენი ბრალია.ზოგჯერ დიდი ძალაა,ზოგჯერ რბილი კრავია,ცის და მიწის ერთობისჯაჭვი და საკრავია.ზოგჯერ, როგორც კალია,მზით და მიწით მთვრალია,ზოგჯერ _ მოსწონს გალიაზოგჯერ _ (როცა წყნარია).მასზე ძლიერს იცოდებს!და თუ ზოგჯერ მწყრალია...დაამშვიდეთ, სიცოცხლე _მოეფერეთ, ქალია !!!