↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "თოვს..."

ხარაიშვილი ბეჟან

2026-07-181 წთ საკითხავი431 ნახვა

—
თოვს და მდინარის გაყინულ ენასშავი კბილებით იჭერენ ქვები...შენ _ თბილ ბალიშზე ჩაგთვლემდა, ალბათ,მე _ იმედებთან ალერსით ვთბები.თეთრი ძაფებით მოგართმევს ჩემს სულსზამთარი _ ჩემი თეთრი თოლია,ვფიცავ იმერულ ტყემლის ჭაღარას,მაგ კბილთა ფერი გამოჰყოლიაფიფქებს და ახლა თვალში მადნება.თოვს და მდინარის გაყინულ ენასცემს თეთრი ქარი ტოტების ხელით.ო, ლამისაა თოვლიც დაადნოს,გული შენ გამო ისეა ცხელი.

ხარაიშვილი ბეჟან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი