↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარული იწყებოდა ასე

ხარაიშვილი ბეჟან

2026-07-181 წთ საკითხავი432 ნახვა

—
გახსოვს? ღამე სოფლის განაპირას,კოდის წყალთან ხელადები ვავსეთ,გეჩქარება? _ გკითხავდი და დუმდი..._ სიყვარული იწყებოდა ასე!სიზმრად გნახე, ღია სარკმლის იქითგეხვეოდა ანგელოზთა დასი,მოჩვენება? არა, ცხადი იყო..._ სიყვარული იწყებოდა ასე!შენს თვალებში ციმციმებდა, მახსოვს,უსაზღვრო ცა, იმედებით სავსე,ძილი გსურდა? არა, ღამის თევა..._ სიყვარული იწყებოდა ასე!ტოტებ-ტოტებ მოგყვებოდა მთვარე,კოდის წყალთან ხელადები ვავსეთ,გეჩქარება? _ გკითხავდი და დუმდი..._ სიყვარული იწყებოდა ასე!

ხარაიშვილი ბეჟან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი