პოეზია · ლირიკა
* * * როცა მართლა უდარდელად დადიან
როცა მართლა უდარდელად დადიან,ვინ იდარდებს სევდიანი მოტივით...ყველა ჩემი შეცოდება დარდიანგულზე მაწევს ასფუთიან დოლივით!აღსარებას კაცი ვამბობ უბრალო,მეშინია, იმდენი მაქვს ცოდვები...ერთი რამე მანუგეშებს, უფალო:გვიან, მაგრამ გულით გიახლოვდები!