პოეზია · ლირიკა
* * * როცა ინთხევა ამდენი შხამი
როცა ინთხევა ამდენი შხამი,ხსოვნას შემორჩა წლები ჯვარცმული;უფრო მძიმდება ცოდვებით გვამი,სული უკუნში რჩება დანთქმული...როცა წალეკა სამყარო შურმა,რწმენის ტაძარსაც შუქი უქრება;უნდა დატოვოს სხეული სულმა,რომ უკვდავების ჰქონდეს უფლება...