↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თეთრი პელიკანი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2006-03-131 წთ საკითხავი101194 ნახვა

—
გადმოფრენას ეს ყორანიმადათოვზე აპირებს.გაანათებს რესტორანიტივებიან ნაპირებს.
ასე მიდის ეს ზამთარისიზმარივით მდევარი,ასე რეკავს საზანდარიუქმი, შემაქცევარი.
რომ ისმოდეს საიათნოვასდაჟანგული ჰანგები,მიეთოვოს, მოეთოვოსკედლებს ფარშავანგები.
სული ტირის და როს ნანას,კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,დაანებე ფიროსმანასსევდიანი ტვირთები.
რომ წავიდეს ეს ზამთარისიზმარივით მდევარი,რომ რეკავდეს საზანდარიუქმი, შემაქცევარი.
ოცნებაო, ჩემო ძველო,ვართ ღამეთა მთეველი,კიდევ ბევრი სადღეგრძელოდაგვრჩა დაულეველი.
1919 წ.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი