↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

"ეთი ოსური"

თექთუმანიძე მარინა

2001-08-121 წთ საკითხავი640 ნახვა

—
იქვე ვთამაშობ...დედა და ბებია შეთქმულებივით ჩურჩულებენ...შიგადაშიგ თვალს შემავლებენ...შიშობენ, ყური არ მოვკრა...`ეთი ოსური~ მაინც მესმის,ვიცი, ვისაც გულისხმობენ...`ეთი ოსური~ ლამაზი ქალია,ყელმოღერებული დადის ჩვენს ქუჩაზე...`ეთი ოსური~ მამაჩემის თანაკლასელია...`ეთი ოსური~ დედას ეჯავრება, იმიტომ რომ მამას უყვარს,`ეთი ოსური~ მეც მეჯავრება, იმიტომ, რომ დედას ეჯავრება.`ეთი ოსური~ ჩემს დასაც ეჯავრება, ჩემს ბებიასაც...მხოლოდ მამას უყვარს `ეთი ოსური~...მამას ერთი ფოტოსურათი ჩუმად აქვს შენახული.იმ სურათს, დღეს, მე ვინახავ.მამა და `ეთი ოსური~ პატარები არიან ამ სურათზე...მათ ერთმანეთი ამ სურათში უკვე უყვართ...დედა და ბებია გვიმალავენ, მაგრამმე და ჩემმა დამ ვიცით,ამ ქალს უბედურება მოაქვს ჩვენთვის...ჩვენ გავიზარდეთ...დედა მამას ატყუებს:_ იცი? ის ქალი მოკვდა!მამის ცრემლები დღესაც გულს მიკუმშავს..._ იცი? ის კაცი მოკვდა, _სიმართლეს ეუბნებიან `ეთი ოსურს~...იმ ქალის ქვითინი დღემდე მატირებს...აღარც დედაა....აღარც მამა...აღარც სიძულვილი...აღარც ეჭვიანობა...დღესაც დადის ჩვენს ქუჩაზე ლამაზი ქალი...აღარ მძულს,მიყვარს...მამა უყვარდა,მამას _ უყვარდა...მამას ვინც უყვარდა, ის მეც მიყვარს...ეს სიყვარული,მაპატიე,დედა!!!`ეთი ოსური~ _ ის ქალი (მეგრულად)
თექთუმანიძე მარინა

თექთუმანიძე მარინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი