↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუღარ მომიკვდები დედა!

თექთუმანიძე მარინა

2001-08-121 წთ საკითხავი551 ნახვა

—
დარეჯან დეიდა მოკვდა, დედა,დარეჯან დეიდა!პატარობისას მე და ნინოს რომ გვიფიცებდა:`თქვენს თავს ვფიცავო~...მოჰქონდა კანფეტები, ზღაპრების წიგნებიდა სიკეთით გვავსებდა იმ ზღაპრებით...მერი დეიდაც მოკვდა, დედა,მერი დეიდაც!გახსოვს? კაბას რომ მიკერავდა ლამაზარშიანსდა მერე პიტნის ჩაით მიმასპინძლდებოდა...მე არ მიყვარდა პიტნის ჩაი,მაგრამ მერი დეიდა მიყვარდადა ამიტომ ვსვამდი,ახლაც მითბობს ხსოვნას იმ პიტნის სურნელი...თინა დეიდაც მოკვდა, დედა,თინა დეიდაც!გახსოვს, ისიც შენსავით გვიჯავრდებოდა:`ნუ დადიხართ ამდენს, _სირცხვილია,გოგოები მაინც არ იყოთ!~ისიც გვიფიცებდა სამივეს,გულით გვიფიცებდა...რუსიკო დეიდაც მოკვდა, დედა,რუსიკო დეიდა!სევდიანად რომ მიღიმოდა დედამკვდარსდა შენს ნაცვლად მათბობდა...ახლა შენხელა ვარ, დედა,ზუსტად იმხელა,შენ რომ მიმატოვე...და ძალიან მენატრებითშენ,დარეჯან დე(ი)დაც,მერი დე(ი)დაც,რუსიკო დე(ი)დაც,თინა დე(ი)დაც...მზია დე(ი)და კი ცოცხალია,ლენა დე(ი)დაც ცოცხალია,გიას დედაც ცოცხალია,ბაჩუკის დედაც ცოცხალია,მაშასადამე, ჯერ კიდევ მყავხარ!მეგობარს როცა დედა უკვდება,შენ მეც მიკვდები მეორედ, მესამედ, მეასედ...
თექთუმანიძე მარინა

თექთუმანიძე მარინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი