პოეზია · ლირიკა
და მოდიოდა ქუჩაში ჩრდილი
ის გაბოროტდა და უკიდურესო, უკიდურეს ზომას მიმართა.ძლივს მოათრევდა მოგრძო კიდურებსჩრდილი, რომელსაც ეს მზე ემართა.მოულოდნელად დაიწყო თოვა,როცა ღრუბელი მივიდა ქართან.დაასაფლავა თავისი თავი,თავისი ხელით დახურა ფარდა.ცა გამორბოდა სახეშეშლილი,თვალები ცრემლით ამოვსებოდადა მოდიოდა ქუჩაში ჩრდილიკაცის – რომელიც არ არსებობდა.