პოეზია · ლირიკა
უმისამართოდ
იყო საღამო, როგორც ობოლიდაღონებული და მოწყენილი.მიწაზე თრთოდა ხმელი ფოთოლი,ხიდან ცრემლივით ჩამოწყვეტილი.იქნებ როგორმე თავი გაერთოდა შემოდგომამ სევდა მოთოვა.ვგრძნობდი, რაღაცა მქონდა საერთოOაკანკალებულ ყვითელ ფოთოლთან.მე თქვენ საოცრად მიყვარდით მაშინ,სხვა რა მოგიყვეთ და რით გაგართოთ?ახლა მე ფოთოლს მივყვები ქარშიამ ფოთოლივით უმისამართოდ...