↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე შენ გაჩუქებ

მახარობლიძე თამარ

2001-08-121 წთ საკითხავი990 ნახვა

—
ღამის ზღაპართა გამთენებელი,ასე ძვირფასი შენი სახეადა ჩემი დიდი უხსენებელისხვები სიყვარულს რომ ეძახიან,ნელა მოცოცავს გადაღლილ სულშიახლობელი და თან შორეული,კრთის შენი ლანდი სადღაც წარსულში,მზეთა ალერსით გადარეული.შენ ისევ ბუდეს იშენებ ჩემში,თეთრ ჩუქურთმებში ყვავილებს აწნავ,გამოვარდნილა ქარი ქუჩაშიდა ალვის ხეებს უწეწავს ნაწნავს.ცხელი მზეებით მოაქსოვ კედლებს,ჩახატავ სევდას და დიდ სინაზეს.შენი სამახვშო ცას შეიკედლებსგაავდრებული ღრუბლის ჯინაზე.ეს მე ვარ შენი დიდი სასახლედა თუ ავქარი ზეცას მონისლავს,მე შენ გაჩუქებ ფერთა სიახლესდა სურნელებას შემოდგომისას.

მახარობლიძე თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი