↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულ ეს შევძელი

კოზმანაშვილი მარინა

2001-08-121 წთ საკითხავი384 ნახვა

—
ვერ ვითამარე, ვერ ვიდავითე,ვერც ცოტნესავით გავთავდი მზეზე,სინდისის ქენჯნა მკლავს იმთავითვე,რომ ვერ ვიზრუნე, მამულო, შენზე.თუმც, ჩემებურად, ვაგორებ ლოდებს,გავასუფთაო, მინდა, გზა-შარა,რითმებით გიქსოვ სააბჯრე ბლონდებს,რომ ვერ გაგთელოს მტერმა აშარმა.ვერ ვიექვთიმე, ვერ ვისაბავე,გამოვიარე გზა მწირზე მწირი,ო, მომიტევე ეს სისადავე,უფალო, ჩემგან ვერ შედგა გმირი.გავუნაწილე გული თანაბრად:ზურაბს, კახაბერს, გიორგის, ქეთის(ჩემი სიცოცხლე მიღირს არაფრად)...სულ ეს შევძელი, სამშობლოვ, შენთვის.მსურდა, ჰო, მსურდა ცხოვრება სხვაფრივ,მწყინს _ ასე ჩუმად, ასე ცრუდ ვქრები...ნაცრემლარ სულზე მისვია თაფლიდა გამეტებით მკბენენ ფუტკრები!..

კოზმანაშვილი მარინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი