პოეზია · ლირიკა
მიწა ცივია
ღელავ და სივრცეს გოჯებად კეცავ,თავად არ იცი, რა გინდა, ჩიტო...მოიქუფრება საავდროდ ზეცა,დილა მოირგებს ნისლისფერ ქიტონს.ნუთუ ჩემსავით იგრძენი დაღლადა შენებურად ებრძვი სამყაროს?მიწა ცივია, აფრინდი მაღლა,თავისუფლების ციცქნა მაყარო!..