პოეზია · ლირიკა
მე დამესიზმრა
წვიმდა და აღარ გადაიდარა,ძლივს მიაღწია სულმა ხატამდი,მე დამესიზმრა _ ვიყავ ნიკალადა ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი.როცა სიცოცხლე ასე ტკბილია,ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ?მე დამესიზმრა - ვიყავ ილიადა წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.ვარ ყველა დროის თანამედროვე,ფიქრით მივცურდი ნატვრის ყურემდი,მე დამესიზმრა _ ვიყავ თევდორედა ყიზილბაშებს თავგზას ვურევდი.დაფიქრებული მოდის რიონი,ცა იმერეთის მხიბლავს ტილოთი,მესიზმრა _ ვიყავ გალაკტიონიდა თვითმკვლელობასჩემსას ვცდილობდი.ვერ გამოვიცან სოფლის იგავიბეთლემის მხრიდან ქრისტეს მოსვლამდი,მე დამესიზმრა _ ბერი ვიყავიდა სინას მთიდან მამულს ვლოცავდი.რამდენი ლექსი დამრჩა უთქმელი,მოქუხს არაგვად ტალღა სტრიქონთა,მე დამესიზმრა _ ვიყავ რუსთველიდა სამშობლოდან ცრემლი მიმქონდა.იორის პირას ცეცხლი მინთია,დღე იმზირება ატმის ჩეროდან,მე დამესიზმრა _ ვიყავ მინდიადა ჩემი სიბრძნის არვის სჯეროდა.ვიდრე შემოვა მწუხრი ღამისა,ჩემო ხატებავ, ჩემო ლერწამო, _მომეცი თაფლი, უნდა წავისვადა ცოტნესავით შენთვის ვეწამო!