პოეზია · ლირიკა
გაქცევა
ცას შვენის მთვარე _ პაწაწინა ცრემლის აკიდო,მზერას იდუმალ გარინდების სხივი მოება,უნდა წავიდე...მეც ცის კიდეს ჩამოვეკიდო,ვიდრე სამყარო მოინატრებს უმანკოებას...საით მივდივარ...რად ბნელდება...გზაა რა ვიწრო...მიწა დაახრჩო, მზეც დაახრჩო _ სისხლის ხუნდებმა,უნდა გავიძლო, იმ წუთამდე უნდა გავიძლო,ვიდრე სამყაროს სიყვარული არ მოსწყურდება.ჩამოიწვერასინანული იწილ-ბიწილო,ჩამოიღვენთა რიჟრაჟეულ სტალაგმიტებად,უნდა ვიძინო, თვალხილულმაც უნდა ვიძინო _ვიდრე სამყარო ულექსობით არ აგმინდება.... ცას შვენის მთვარე _ პაწაწინა ცრემლის აკიდო,მზერას იდუმალ გარინდების სხივი მოება,უნდა წავიდე,მეც ცის კიდეს ჩამოვეკიდო,ვიდრე სამყარო დაიბრუნებს უმანკოებას...