↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სისხლიანი ლექსი

გაბური ლელა

2009-08-121 წთ საკითხავი914 ნახვა

—
ერთხელაც,თავის ჩამოხრჩობა რომ დავაპირე,როცა მოვირგე ყელზე მჭიდროდ შავი საბელი,სწორედ რომ ბედზე მომაგონდა მაშინ უეცრად,რომ ჩემს ოთახში,უთო დამრჩა გამოსართველი...სხვა რა გზა იყო,ჩამოვეხსენი...(რაღა თქმა უნდა, უთოს ჩართულს ვერ დავტოვებდი)მას შემდეგ,ხშირად მეკითხებიან:`თუ პოეტი ხართ,იქნება გვითხრათ, რა ფერისაა აბსურდის სარკე?~მე ვიღიმები, ვიღიმები ბავშვივით სუფთად...და ველოდები,თუ ოდესმე შეამჩნევს ვინმე:ყელზე იარასდაოთახშიგამორთულუთოს...
გაბური ლელა

გაბური ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი