↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე ყველაფერი მომწყინდა

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8595 ნახვა

—
მე ყველაფერი მომწყინდა ეხლა,მზის მხურვალება, მთვარის სინათლე,ნიავის ქროლა, ქარების შეხლა,ყველა ტყუილი, ყველა სიმართლე.ეხლა დავდივარ ნაბიჯით ნელით,ეხლა სევდიანს მხვდებიან ხშირად,თუმცა არა მაქვს თვალები სველი,მაინც არ ვგავარ თვალებით მტირალს.მე ყველაფერი მომწყინდა უკვედა ერთადერთი სურვილი დამრჩა...ნურავის უკვირს, ნურავის უკვირს,თუ ვერ გაიგო, ასე რა მტანჯავს.რადგან ეს სული, ასე ობოლი,არ იყო მათი სულების მსგავსი...არსად ძობილი, არსად დობილი,მე მარტოხელა ვიყავი კაცი.მე ყველაფერი მომწყიინდა ეხლა,მზის მხურვალება, მთვარის სინათლე,ნიავის ქროლა, ქარების შეხლა,ყველა ტყუილი, ყველა სიმართლე.
1957
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი