პოეზია · ლირიკა
* * * მე რომ ბუზი ვიყო
მე რომ ბუზი ვიყო,დავიძინებდი ამ ზაფხულში,ამ ხმაურში და სიმხურვალეში.ვიძინებდი მთელ შემოდგომას,დაველოდებოდი, როდის მოიხურავდა კარსამ სახლის ყველაზე ბოლო ბინადარიც.და ზამთარში, როცა თოვლს ჩამოყრიდა,როცა ეზოში არ იქნებოდა არც ერთი ნაფეხური,როცა ზამთრის სუსტი მზის სხივებიოდნავ მაინც გამათბობდა,გამოვიჩეკებოდიდა ავფრინდებოდი აივნიდან სიჩუმესა დასითეთრეში,ერთი პატარა, შავი წერტილი,აქეთ-იქით ვიბზუილებდი,(თუნდაც ერთი დღე, თუნდაც სულ რამდენიმე საათი)და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა,ნაკვალევიც არ დარჩებოდა,ისე ვიქნებოდი იმ სიჩუმის და სიმარტოვისერთადერთი ბატონ-პატრონი.