პოეზია · ლირიკა
მიწისმთხრელის ცოლი
მე როცა მოვკვდი,ჩემი ქმარი სახელმწიფო ბეგარაზე იყო წასულიდა, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვიდა.უიმისოდ გაითხარა ჩემი სამარე,მაგრამ მოკლე მოუვიდათდა ამიტომაც, ფეხმოკეცილი ვიდე საფლავში.იმას კი, ჩემს ქმარს,აეკვიატა ცუდი სიზმრები, არ მოასვენა.მაგრამ როდესაც ამომთხარა, გამასუფთავადა გულმოდგინედ დააგრძელა ორმო, რომელშიც უნდა ჩავედე,აღარ ვისურვე იქ დაბრუნება.და ამიტომაც ვზივარ ასე ფეხებმორთხმული არაბულტახტსა თუ სავარძელშიდა ვუცქერი ტელესერიალს,და მიყვარს დღეები,როცა ორი ან სამი სერიალი გადის ხოლმეთანმიმდევრობით სხვადასხვა არხზე,ხოლო დროდადრო, რეკლამებისას, ენას ვუყოფ იმ მიწისმთხრელს,ის კი ვერ მხედავს, რადგან ისევ ბეგარაზე არის წასული.