პოეზია · ლირიკა
ზამთრის მებაღე
მე ვწევარ,არაფერი არ მაიძულებს სადმე გავიქცე, კარი ჩავკეტო, ქუჩას ვეწვიო,აჩქარებით გადავკვეთო გზატკეცილები,რათა ვინმეს თვალი არ დარჩეს შიშველ სხეულზე.ეს გაზაფხულის სამომავლო ოინებია,გაზაფხული გვაიძულებს გაუჩერებელ სუნთქვას და ნაბიჯს.სანამ ზამთარია, სანამ სიცივეა, სანამ ათასპირადშეფუთულია ჩემი სხეული.მე შემიძლია მშვიდად ვიწვე,- მობრძანდით და მათვალიერეთ!რევმატიზმი, დადინჯებული ბერიკაცივით რომრიალებს საბნების ქვემოთ,სამარცხვინო სულაც არ არის:ის ბებერია, მე - ახალგაზრდა,და ერთმანეთს ვარდ-ეკალივით ვესიტყვებით,ვესაუბრებით.მხოლოდ ლექსები,დღევანდელ დღემდე დაწერილი ჩემი ლექსებიიშმუშნებიან თეთრ ქაღალდზე,როგორც ორი კვირის წინ თეთრ ლარნაკში ჩაწყობილიშავი ვარდები,და მორიდებით მსაყვედურობენ თავიანთი ჩამომჭკნარისამოსელისთვის.და ოთახის ყვავილებიც, ფანჯრის რაფაზე მალულადრომ შეჰპარვიათსიყვითლე და უსიცოცხლობა,უნებურად თავს უკრავენ, ეთანხმებიანდა ცდილობენ მიმახვედრონ, რომ ყველაფერიისევ და ისევჩემსკენ არის დამიზნებული.რა მაქვს სათქმელი?მე ვარ მებაღე, რომელსაც მხოლოდ შემოდგომაზემოესურვილა ბაღის შენება,იანვარი საიმედო მოკავშირეა, შეგიძლია ყველაფერი გადააბრალო,გადაყარო ყვავილები, დაწვა ლექსებიდა უსმინო რევმატიზმის ჭკვიანურ ჭრიალს,ვიდრე გაზაფხული გადაგხდის საბანს,ვიდრე გაზაფხული გაგაშიშვლებს,ვიდრე თავზე დაგადგება თოფიანი ყაჩაღივით,ხელებს მაღლა აგაწევინებსდა ვიდრე შიშველს გარბენინებს სავსე ქუჩებში...