პოეზია · ლირიკა
საქართველო სად არი?!
ყეფდნენ ხმები ურჯულოთა,დუღდა სისხლის ღადარი,ტყესთან ქვები ჩურჩულებდნენ __ საქართველო სად არი?!დასისხლულხართ ქვა-ლოდებო,ჩქარა რისხვა ლეწეთ მთებს,ჩქარა, რაღას ელოდებით,ადექით და ეძებეთ!იქნებ სისხლი დაჩნდეს ღიმად,ზეცისა და მთის სწორნო!იქნებ სადმე დაჩეხილისაქართველო იპოვნოთ!