↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეფე აღმაშენებელი

ჩიკვაიძე ნუგზარ

2010-08-121 წთ საკითხავი345 ნახვა

—
თვალად მზე და ხელად მწიფე,კაცად კაცი, ჟამად ჟამი,ჭრილობებზე მზის შუქს იფენს,ჩქარობს გაფრენილი წამი,მერმე ძმა-ძმობისას იტყვის,უფალს შეჰღაღადებს _ ამინ!იმის სიხარულის ნათელსდასდევს ვერაგობა შხამის.მაინც ვერსად წაბორძიკდეს,ვერსად დაეწიოს მშვილდი,ვინც, რომ იმის ზრახვებს მიხვდეს,ზეცა გაეხსნება შვიდი,თავზე დაადგება მცველადმთავარანგელოსი მშვიდი;მეფე მეფედ წოდებული,ყმა-ყმად, ანდა მზე-მსახურად,თავზე ალ-ცეცხლ-მოდებულიღმერთს და მამულს ემსახურა,ცას გაუღო გულის კარი,მიწას მისცა მხვნელ-მთესველი,დიდგორს დაადევნა ჯარი,თვალიც სინანულით სველიცად აღაპყრო, და მეუფემუწყალობა მტერზე ძლევა,კაცად კაცმა, მეფედ მეფემმიწად მიწა დაატყვევა,მერმე საგალობელ-ცრემლითცოდვის ბინდი გააძევა................................................მართალი ხარ! შენს სამართალსკვლავ სიმართლედ აქცევ შენვე;ისევ ქართულ დღეებს მართავ,ზეცა რეკს და ზღვანი ღელვენ,დროშა აღმიმართე ხანძთასდა ცხენ-რაშიც გამიგელვე.

ჩიკვაიძე ნუგზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი