↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ, ღვთისმშობელო დედაო!

ჩიკვაიძე ნუგზარ

2010-08-121 წთ საკითხავი340 ნახვა

—
სინათლით გაბრწყინვებულოშენ, ღვთისმშობელო დედაო,შემინდე უმეცრებითაცოდვანი ზედიზედაო,რაც გულმან გასცრა ზრახვებითდა ენამ დაიყბედაო.ცოდვის ჯანღი და ნისლებისულზე ბინდი და ობია,ამ უსამართლო სოფელშიგული გულს გადაჰღობია,თვალზე რო ცრემლი ჩამომდის,ათასი წლის სამყოფია.ჩემი ცხონების დედაო,ჩემი სიმართლის ხვალეო,ვერ ავიტანე ამ სოფლისსიცრუე, სიმუხთალეო,ვერ შევუერთდი სოფელსა,გავშორდი, გავეცალეო,კლდის ნაპრალებზე დავდექი,ვივაგლახ-ვივალალეო,ტანჯვით, მარხვით და ლოცვითათითქოსდა შევიცვალეო,ამ უსამართლო ბრძოლაშიბოროტი ვერ დავღალეო,კლდეებზე ვეღარ გავძელი,უკან დავბრუნდი მალეო,ჩემი ცხოვრების დღეებიცრემლებად ჩამოვთვალეო,გევედრი, შენი წყალობისკალთაში გადამმალეო,ცოდვათა ჩემთა სიუხვეშემინდე, შემიწყალეო,წუთისოფელის სიმუხთლესიმართლით შემიცვალეო,ჩემი ცხოვნების დედაო,ჩემი სიცოცხლის ხვალეო,შენგნით მოძღვნილი წყალობავთვალე და ვერ დავთვალეო,დღეო, რადგანაც გათენდი,ნუ დაღამდები მალეო,თუ მაინც დაღამდებოდეგათენდებოდე ხვალეო,შენი აღდგომის იმედინურასდროს მომიშალეო,შენთა მნათობთა სხივებითცრემლები მომიმშრალეო.ცრემლოვანნი და თალხებისაწნახელებში დგანანო...სადღაც ტირიან ბალღები,ანგელოსებსა ჰგვანანო...

ჩიკვაიძე ნუგზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი