პოეზია · ლირიკა
ხელსახოცის ნაფლეთები
გზაზედ შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე.მე ვიცოდი, უნდა შემხვედროდა ვიღაც შენ-დარი დაეჰა, შემხვდი შენ!..შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე. მიცქეროდი შორიდანვე ირიბ წარბებიდან, და მე როდესაცთვალებში ჩაგხედე, გავწითლდი, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ცუდს საქციელზედ მოასწრეს. მე, სახლში მისულს, არ ამომიწვია ჩემს მკერდზედ შენი სახელისოთხი ასო ცხელი ქინძისთავით. არ დამიწერია შენზედლექსი ჩემი საკუთარი სისხლით (ლექსი ვერ იტყოდა ყველაფერს).მე არ მიფიქრია შენზე (ფიქრი ვერ აგიშენებდა ღირსეულ სასახლეს).მე მხოლოდ ამოვიოხრე.მე ხშირად გხვდები, ვაკვირდები ირიბ წამწამებს,თვალები აღარ მიცქერიან ასე ნაწამებს. აღარც [...] მიღიმის. მე კი, წინანდებურად ვწითლდები, [...] ვოხრავ შინმისული.[...]დამშორდი ისე, ხმაც არ გამეცი... წახველი ისე, არცგამიღიმე.ხელსახოცი დავხიე სიბრაზით, მაგრამ შენი ნაჩუქარიკი არა...აბა, რას ამბობ! იმას როგორ გავიმეტებდი.მაგრამ მე მივხვდი:შენ განგებ გინდა, დაბრმავდე, შენ განგებ არ გსურს,მოისმინო ჩემი გულის-ცემა. შენ განგებ არ გინდა, დაინახო ჩემი სიწითლე.და იცი?! დედას გეფიცები, ხანდახან მგონია, რომშენ მართლაც ბრმა ხარ...რომ შენ უბრალო ჯოჯო ხარ და მეტი არაფერი.