↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხევსურული ნანა

გელოვანი მირზა

2026-07-181 წთ საკითხავი7915 ნახვა

—
- დაიძინე, ქალავ, თოროშავი ღამე ფშვინავს,დაიძინე დედის თოლო,დაიძინე, შვილავ!..ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის,ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს,მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო,დაიძინე, ქალავ!..ღამეა და უღამური ღამე -არც ვარსკვლავი ბზინავს.დავიღალე...დაიძინე, ქალავ!დაიძინე, დედის თოლო,ძილს სიმშვიდე მოჰყავს.დაიძინე, ქალავ, თოროგაბაცდება ლოყა.მამაშენი ქარაფებში ათევს,ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა...იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართესწმინდა სისხლი კალმახივით ნამავს.ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს,კერას უკვე სძინავს.დაიძინე, სამძიმარას დარდო,დაიძინე, ძილავ...
1937
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი