↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭიამაია

გელოვანი მირზა

2008-05-121 წთ საკითხავი7912 ნახვა

—
"ჭიამაია, ჭიამაია,ჩემი ქმარეულნი საით არიან?"...ხალხური
ვერსად შევჩერდი მგზავრი,გზა შენს სიყვარულს მართმევს,მე ხან ლომი ვარ მძლავრი,ხან გულწითელას მართვე.და გულნაკლული დავალ,დავალ, ცალს ვეძებ ირემს,ხან უმკაცრესი ხმა ვარ,ხან უნაზესი ვინმე.ვთვლემ ბალახებზე დაბლა,შენი ლოდინით ვთვრები.მაქვს უჭრელესი კაბა _ჭიამაიას ფრთები.ამიყვან: ფრთათა ბრჭყვიალსგამინაოჭებს ქარი._ აბა გამიგე, ჭიავ,საით წამიყვანს ქმარი...არ გავფრინდები, მომკლა,არ აგისრულებ სურვილს,და შენს თითებზე ვტოკავუნეტარესი სული.
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი