პოეზია · ლირიკა
ქალბატონ N-ს
ჩემო თვალის ჩინო!ჩემო ნატვრის თვალო!მათრობ, როგორც ღვინო!საოცნებო ქალო!ჩემთვის, ხიბლი შენი.არის ხილი უცხო.სიყვარულის სენი,რად შემყარე? ურცხვო!კარავი ხარ თბილი,თუ შევძვერი _ ვაი!..დამაცადე ძილი,კაი ახლა, კაი!შენ ხარ ჩემი ხვედრი...თუ გაკოცე _ მტრისას!შევაგებე მკერდიკუპიდონის ისარს.შენ მესტუმრე მაშინ_ ჩემში ქარი ქროდა.დაჰქრის ახლა ცაში,რაც კი დარდი მქონდა.შენ გაფანტე ბინდი,შენ დაბადე მთვარე,შენ გაფურჩქნე შინდი_ ხარობს არე-მარე.ცაზე მზეა ბაცისურვილი აქვს გგავდეს.ჩემისთანა კაცი,ნატრობს _ გვერდით ჰყავდეს.ფიქრები ამ ქალზემომატარებს ქუჩებს.ვეჭვიანობ ხალზე,რომ უკოცნის ტუჩებს.