↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არავინ მოდის

თარიშვილი ნინო

2010-08-121 წთ საკითხავი658 ნახვა

—
გადმოიფინა ატმები ქარვის,თაფლის თვალები გააღო მთვარემ.სუნთქვა მწუხარე მომესმა ქარისდა ქარის სუნთქვა მე მოვიპარე.
ფიქრებმა სწრაფად იცვალეს ფერი,თვალი მივანდე შორეულ ლოდინს.ო, არსად არის თვალი ცისფერი -არავინ მოდის, არავინ მოდის!...
დავტოვებ წიგნებს! დავტოვებ ოთახს...შიშველ ფეხებით ვეხები მწვანეს,გარეთ ბალახებს წვეთები მორთავს,ფოთლებმა დარდი გადამაცალეს.
ნიავი არხევს ბუჩქებში იებს,ხელს ვერ შემახებს ვერვინ ამქვეყნად.მთვარე იფარებს ვერცხლის არშიებს,სიკვდილის ჩონჩხზე უნდა დავემყნა.
მზეს დავაწყვიტავ სამეფო ტაძრებს,არ მეშინია ქარის და შფოთვის,მხოლოდ ღიმილი ატმების ამრევს,არავინ მოდის! არავინ მოდის!...

თარიშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი