↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმის ხელებს

თარიშვილი ნინო

2010-08-121 წთ საკითხავი660 ნახვა

—
მე იმის ხელებს შევადარებ მინდვრის ზამბახებს,მოხრილ წამწამებს უღიმიან ანემონები.ვეტრფი ვნებების შეთქმულებას და ამბოხებას,თვით ფერმკრთალ სიკვდილს ათრთოლებით დავემონები.
შუადღის ალზე ცა ეხვევა გირლიანდებად,ცის ფერზე ვფიქრობ ცრემლიანი მე განუწყვეტლივ,მთვარის ქორწილი მზის ლოდინში დაგვიანდება,სანთლისფერ დილას გააქანებს საღამოს ეტლი.
ატყდება ქარი საოცარი იდუმალებით,ტყეს მწვანე წარბებს ჩამოართმევს, ტყეს გაახელებს.მე გაბრაზებულ მზის აჩრდილებს დავემალებიდა ფოთლებშუა დავინახავ თოვლივით ხელებს.

თარიშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი