პოეზია · ლირიკა
ჩემს ტოლებს
ვიცი, რომ მზითვადარ მომცემენ "ვეფხისტყაოსანს",არც წასაღებადდაჰკეცავენ ქირმანის შალებს,არც ქართულ კაბასჩამაცმევენ ჯვარის საწერად,არც ვერცხლის ქამარსმომავლებენ დარდიან წელზე.ცაში ოთახი განათდება იაპონურად,ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.დავიმალებისიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული,უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,და სადღეგრძელოს მოიტაცებსსიტყვა ქართული.ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი,გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავსდა მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი,რადგან მზითევში არ მომცემენ "ვეფხისტყაოსანს".