პოეზია · ლირიკა
ოდა ცრემლსადენ გაზს
ყველაფერი ხახვით დაიწყო.ადამიანებს როდესაც არ ეტირებოდათ,მწარე ხახვს ფცქვნიდნენ,წვრილად ჭრიდნენ,ზოგჯერ სულაც უპუროდ ჭამდნენდა ბოლოს მაინც იცრემლებდნენგამომშრალ თვალებს.სიღარიბის და საშინელი ვირუსებისძველ ეპოქებშიხახვი სწორედ რომ მისწრება იყო:იყო იაფი,ორგანიზმის იმუნიტეტს აძლიერებდა,თანაც როცა დანაყრდებოდიდა ცოტასაც ისლუკუნებდი,გულზე ოდნავ მოგეშვებოდა!..
ამასთანავე,დემოსს ძველი საბერძნეთის მერე როდისღაჰქონდა იმის შესაძლებლობა,ევრიპიდეთი, ესქილეთი,ან სხვა ნატიფი, დრამატული ხელოვნებითგანეცადა კათარზისი, ასე საჭირო!..
ამიტომაც, მწარე ხახვი და იმის ჯანი!...
ხანდახან ხალხი როცა მაინც აჯანყდებოდა,მეფეებს და იმპერატორებსგამოჰყავდათ საკუთარი ლაშქარი დაისინი ხახვის მთელ მოსავალსმოჯანყეებს გაფცქვნილი სახითუშენდნენ ხოლმე...განრისხებული უპოვრებიცგააგდებდნენ ხელიდან ფოცხებს,ფიწლებს და შუბებს,ჩამოსხდებოდნენ სიპ ქვებზე დარუსთაველის გმირებივით ატირდებოდნენ...
ისტორიულ ქრონიკებში და ანალებშიამის შესახებ არაფერი არა წერია.მიზეზი კი მარტივია:მეფის კართა ჟამთაღმწერებიხახვის სროლით მოპოვებულ გამარჯვებებსმალავდნენ ხოლმე,ისე როგორც ხალხი მალავდაბოსტნეულით მიყენებულ ამ დამარცხებებს.
მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა...ქვეყანა ბევრჯერ ამოტრიალდა:ფეოდალებმა, მონარქებმა, დიქტატორებმა,კომუნისტებმა, დემოკრატებმა, ლიბერალებმაუთვალავჯერ მოინდომეს ამ ცხოვრებისდაყენება საკუთარ წესზე.ამ მონდომება-მონდომებაშიმეთოდებიც აუმჯობესეს...და აგერ, აი, ხახვის ნაცვლადუკეთესი ცრემლსაფრქვევი ბოლქვებიცკი გამოიგონეს...
ხახვს აწი უკვე ყველა მხოლოდსაკვებ პროდუქტად იყენებს ხოლმე:ხრაკავს და თუშავს,წვნიანს უშვრება,მწვადს, ქაბაბს ან სალათას აჭრის,და ამიტომაც, რახანია, მზარეულები,ან დიასახლისი ქალბატონებითუღა ღვრიან მის გამო ცრემლებს......
ჩვენი ქვეყანა დიდი ხანიიყო ფრიად ჩამორჩენილი...დიდი ხანი ვცდილობდით,მაგრამ ვერ ვახერხებდით,აგრარული ეპოქიდან თავის დაღწევას......ბანანის და სიმინდის კი არადა, ლამისჩიპოლინოს რესპუბლიკა ვიყავით მუდამ...
მაგრამ ბოლოს, მადლობა ღმერთს,ჩვენაც გვეღირსა!..გვეღირსა და დღევანდელობის შესაფერისად,ღირსეულად და ამაყად,ყველამ ერთად,დედაქალაქის გულისგულში,ისე როგორც ერთმა გუნდმა,ისე ვიტირეთ!
ცრემლები მეც გადმოვყარე,მით უმეტეს, რომ მიზეზისხვებზე მეტი მქონდა ნამდვილად!..საერთო-სახალხო ქვითინამდეერთი დღით ადრე ხომ უეცრადუახლოესი მეგობარი გარდამეცვალა.და პირველ დღესვე, სულშეძრულმა,სხვებთან ერთადდავიტირე იგი გულის ამოჯდომამდე...
მეორე დღესაც, ცხადია, რომიქით გავწიე, მეგობარი სადაც ესვენა -ანუ სწორედ იმ ვიწრო და მყუდრო ქუჩისკენ,სახელმწიფო კანცელარიას რომ უერთდება...წინადღინდელი ემოციებითგადამწვარს და სულგამოფიტულსგული მქონდა ჩაწყვეტილი,თვალი გამშრალი...მივდიოდი გამოღლილი,მექანიკური ნაბიჯით დავიცოდი რომ პირველსავე დღესმის ცხედართანგამოვლიე ჩემს სხეულში არსებულიცრემლის თითქმის მთელი მარაგი...
მაგრამ უცებ, მაგრამ უცებ...იცით, რა მოხდა?.. ...არანაირად რომ არ მეგონა, ისე ავტირდი...ცხვირსახოცით მწარე ცრემლებს ვიწმენდდი დაჩაწითლებულ თვალებს ვისრესდი...მთელი ქუჩა ხალხით იყო გადავსებულიდა თანაგრძნობით შემყურებდნენ,ბევრს საერთოდაც ზუსტად ჩემსავითღაპაღუპით სდიოდა ცრემლი...
ამდენ ხალხში გზას ძლივს ვიკვლევდი..."მეგობარო... მეგობარო..." - ჩემთვის გულშიგანუწყვეტლივ ვიმეორებდი...მუჯლუგუნებით გზას ვიკაფავდი,ამასობაში გული თანდათან დამიმშვიდდადა შევწყვიტე თვალების სრესაც...სახლამდე მცირედი მანძილიღა მაშორებდა...მაგრამ უეცრადკვლავ ქვითინი ამივარდა ისტერიული...
სლუკუნ-სლუკუნით მივედიმკვდარი მეგობრის სახლში.ამხანაგები, ნათესავები,არც ისე ბევრნი,ოთახში ისხდნენ...შევხედე და დავინახე,თითქმის ყველასთვალები ჰქონდა ჩაწითლებული..."მეგობარო... მეგობარო..." - ჩემთვის გულშიკვლავ გავიმეორე.ხოლო როცა ირგვლივ, ქუჩებში გამოფენილითვალცრემლიანი უამრავი ადამიანი წარმოვიდგინე,მომეჩვენა, რომსიცოცხლეში დაუფასებელდიდ ქართველ მწერალ ზაზა თვარაძესდასტიროდა მთელი ქვეყანა.
.......................................................................ღმერთო ძლიერო,მადლობა რომ ხახვი შექმენი,ხოლო მერე ცრემლსადენი გაზი - მისითანამედროვე ვარიაცია,და შექმენი სახელმწიფო -ძლიერი და ლიბერალური,შექმენი ჯარი და "სპეცნაზი" -არც ისე ნაზი,თუმც სატირალი საქმეებისმშვენივრად მცოდნე,და მადლობა,რომ გამოფინე ქუჩაში ხალხიდა "სპეცნაზის" დახმარებითგულამოსკვნით აატირეუძვირფასესი ჩემი მეგობრისცხედართან ახლოს!..
13-14 ნოემბერი. 2007 წელი.