↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქვეყნად სად არ ვიარე

ნონეშვილი იოსებ

2010-08-121 წთ საკითხავი4011 ნახვა

—
ქვეყნად სად არ ვიარე,რა გზები არ ვნახე...აფრიკის მზე ბრიალამიბუგავდა სახეს,ქარი მცემდა არჯალი,ბნელ ქვაბთა თუ ხევთათუ მთა კილიმანჯაროთეთრ ღრუბლებში მხვევდა.მენთო ჩინთა ზღვისპირადშუქი ღიღილოთათუ ზამბიის ზიზილაველი მიღიმოდა,ნიაგარა მიტევდადა მეკვროდა სუნთქვათუ მუნჯ პირამიდებთანგულს გუგუნი სურდა,ტყე ვენისა ხალისითშუქს მაფრქვევდა ლურჯადთუ მიხმობდა პარიზისვნებიანი ქუჩა...ტბა ფლამინგოს ალმასიფრთებით დაფარულითუ ნილოსის ნანაშიმორეული რული,გზა თეთრად მოშრიალე,ცა - მზით მოჩახჩახე...მართლაც სად არ ვიარე,მართლაც რა არ ვნახე,მაგრამ ვერსად ვერ ვპოვე,თქვენზე საოცნებო,საქართველოს ველებო,საქართველოს მთებო!
ნონეშვილი იოსებ

ნონეშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი