პოეზია · ლირიკა
ტერენტი გრანელი
სოფლის ნატვრა ტერენტისთვის სონეტთა თქმაა;დაქანებულ ვიწრო ქუჩაზე აკაციის დაცვენილი ნამუსრალებითგახევებული ტილოს ხალათით,ჯანგისფერ მილში წვიმის ჩუხჩუხა დახურდავებით.დახარბებული მოფერებას,გაზაფხულის თბილისის ქუჩებს მარტყო მიჰყვება,ოთახებიდან გამოსულა უცხო სიცხადე,უცხო ბუბუნი,დაბრუებული ვარდისფერად აბაჟურები(„გიჟი ტერენტი"! - ბავშვების ტაში),ითესებოდა ღია ფანჯრები იასამნის გადალურჯებით,გალობასავით ლაზარეთიდან ის გამოსცემს თავის გოდებასდა არ არსებობს სხვათა სიტყვებში უფრო ნამდვილი, უფროშემძვრელი.უფრო დიდი სხვა შეკონება,"დაო ზოზია", - იწვის სინაზით, სიცხიანის „დაო ზოზია",და ამ სიცხიან შეცხადებასთან ყველაფერი მოგონილი, უსიცოცხლოდანაზოგია!კლარა ცეტკინზე აკაციის ცვენაა;შაქრო ბიძია მწვანე ჩაჩით არ ჩანს სარკმელთან, -მიაცილებს მას მსუქანი ანგელოზი -რაც უნდა იყოს, უცხო გზებია, უცხო ზენაა.მზე დაიშალა რიკულებში,მოფარდაგული ტახტი ბოთლა-ბერილ ფეხებით;"მუთაქების", „განჯინების", „ჩამიჩების", მზიანი ჯადო,"ძველი ნისია", ჩემი სიღრმის ავგაროზია;თეთრ-მოყვითალოდ ქერის პურზე გადასმული კარაქის სისქე,ალბათ ამფერი გაროზი ჰქონდა იმის ზოზიას.
ჩემს ოთახში როცა მზე ჩადის,როცა ჩვენები - დედა, მამა, და ჩემი და იქით არიან, -დედა ქსოვს, მამას ისევ აკაკიდროდადრო კანკალშერეული ხელით უჭირავს,ჩემს ოთახში იატაკზე აბრიალდება ერთი ბილიკი,კომშისფრად ღუის,ღამე მშვიდობის, ღამე მშვიდობის!მზე მიდის შინა.