პოეზია · ლირიკა
სიყვარულის დაზგა
(ღამე დაწერილი ლექსი)
მე შემიძლია ყველგან გნახო -ჩემთან იომე!ვამრავლებ სტროფებს გატაცებითდა უკანონოდამ ხორხით ვხერხავ ნამსხვრევ-ნამსხვრევსაშიშ სტრიქონებს,რომ ჩემ დაზგაზე გადაჭრილიხმა გაგაგონო -ნადარბაზევი შემომაკვდა ტაში ზევიდან!თვალი-თვალის წილ იწურება ჩემი მარცვალი,ზღვარზე შემდგარი ვწვავ ღამეებს -დილას ვერ ვიტან,ვერ ვიტან დღეებს ღამეებით გაუმაძღარი.მე შემიძლია დაგიხარო თავი მიწამდე,ცაზე მიზანში ამოვიღო ბევრი ვარსკვლავი,მე შემიძლია ყველაფერი, რაც განვიცადე!რაც ვერ შევძელი, სიზმარივით წყალს გაატანე...