↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საწყისის აღდგენა

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4415 ნახვა

—
დაბადებიდან უძინარი, სიკვდილში ვიღვიძებ,ცხოვრების კადრები წარსულის წუმპეში დაცურავენ _როგორც უთვალავი მალარიები..._ წაგებული დუელები ბევრია!ვით ეჟვანით, პირს ამიკრავენ ფიქრები, სიღრმით _პირველყოფილის ანაბეჭდი, ქვის გაყინული რომანი!გადატეხილი ხერხემლით ცის გულისკენ მიიწევს ჩემი შეშუპებული ტანი!სახლთა ჩალეწილი მინებიდან ორთქლდება სიცარიელე,კედლებზე გაგლესილი სიმრუშე წვეთავს, ვით ფერთა, უკეთური პალიტრა!ღამის პეპლებით ირთვება სულის უკუნი.შორ გზების უსასრულობა ჩემში შემოდის,და სინანულის მისტერია იკლებს გარემოს._ მე არ მტკენია დაბადების არც ერთი წუთი!
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი