↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სეისმური ლექსი

ბუნდოვანი გიორგი

2009-08-121 წთ საკითხავი4419 ნახვა

—
ნამიწისძვრალი შემეფეთა სახლების რიგიგახეთქილ ბზარებს ქალწულებად გადაფურჩქნიან...ზანზარით როკავს ხრინწიანი თბილისის ქარი,სადარბაზოებს პასეანსი გადაუშლიათ!ხარაჩოების ეგზოტიკა ამოკლებს დღეებს,გაპარტახებულ სარდაფებში მიძვრება ვიღაც.კვამლიან სხვენთა ლიტურგიას აღავლენს წვიმა,ყველგან სუსხია განძარცული, გარეთ და შინაც!მშიერ ყრონტების რექვიემი ნარნარად ისმის,კომის ხროტინში იავნანა სიზმრად გვერევაწელში გაწყვეტა, ქანცის წყვეტა, გამოშტერება -მზე ჩაიფერფლა, დავიწრიტეთ, თავბრუ გვეხვევა...ნოსტალგიური კომфორტების ზღაპრულ სრიებს,ვით კინოფირებს, ვატრიალებთ ყუთებში ხელით,ვქექავთ ნივთებში, ვთესავთ ნაგავში და ველოდებითსაპარლამენტოდ გამოწყობილ ფონდის ფერიებს!ქალაქი მოკვდა! - რა ხანია მკვდარი ვარ თავად,მთვარის პანაშვიდს ემატება ღამის წლისთავი...ქვის კიდურებით, აღმოვაჩენ კეთროვან მარშრუტს;არც ბეღრურა სჩანს, აღარც ყვავი, აღარც მქირდავი!თვალები ყრია, ამომძვრალნი დაუკითხავად,სუნთქვები ისმის, უფილტვებოდ ამოპარული;და ჩვენი ნება, წართმეული, ტაბუნადებიდა ჩვენი ხსოვნა - სივრცეებში ამოქარგული!ჭუჭყიან ზეწრებს აუკლიათ ნაპირნი გზების,დამსხვრეულ ძვლების კონცერტებით წვება ამინდი;ვასრულებ ფეთქვას, გაბრძოლებას, აწევას წნევის,არც მიხარია, არც მაწუხებს, აღარც განვიცდი!- ნაგრუხუნევი შემომასკდა კედლების წყება,გაფხრეწილ ნერვებს - ქალწულებად ხევენ ფიქრები;უჩუმრად ბოდავს, დაკოდილი თბილისის ქარი,ქუჩებში ყრია არნახული, ჩვენი სიზმრები!
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი