↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაცვალსახელი

ჯავახიშვილი კატო

2003-04-137 წთ საკითხავი1843 ნახვა

—
„სარკევ, თვალები გადამალე,სულ აღარ მგავხარ“..
დღის შუალედში, წუთის თუნდაც მეათასედში,საკუთარ თავებს პატიებას თუ შევპირდებით,დრო - უმიზეზო სტუმარივით დაგვათენდება,უკანასკნელად შევიყვარებთ, თითქოს პირველადრაც იყო უკვე აღარ გვახსოვს, და თვალებიდანსარკეები - გვპარავენ დუმილს.
პირი. პირველი:ჩვენ დაბადება დაგვაბრალეს.ჩვენ გაგვაჩინეს.ჟანგიანი ონკანებიდან გამოგვიშვეს დამდინარეები ჩარეცხეს ჩვენით.ჩვენ რახანია ფერად სიზმრებს აღარ ვნახულობთდა ცხადშიც, ჩვენს წილ გადარჩენასსაფლავში ვმღერით.ჩვენ არ ვარსებობთ.ჩვენ საღათას ძილში ვიზრდებით.ტანზე შემოკრულ ბედისწერასხელისკანკალით ვუმზადებთ აკვანს.და არაფერი გაგვაჩნია, გარდა ხმელეთისმოშიებული, წყალნაკლული ხმელეთის გარდა.იქ, სადაც ვცოცხლობთ.სადაც ვკვდებით.სადაც ყოველღამ, გვცივა ეს ჩვენი დაბადება და საბანს ვიხდით,და როცა თვალში მთვარის შუქი შემოგვაკლდება,თითქოს ქუთუთო გადმოკეცეს სამპირად, მაშინჩვენ დავიძინებთ.ჩვენ სიზმარში გაგვეღვიძება.წამოწეული მდევარივით ჩვენივ გვამებს შევჭამთ და დავხრავთ.ჩვენ აღარაფრის გვეშინია როცა ვმარცხდებით,და არ ვმარცხდებით, როცა შიში საფლავში გვახლავს.
და მაშინ ჩვენ ვთქვით:
რომელმან შექმენ სამყარო, და რომელმან შეგვქმენ ჩვენ, და რომელმან მთელიკაცობრიობა მოაქციე მზეებით სავსე ვარცლში, და დაარქვი ყანა.რომელმან თესე დედაკაცი, მამაკაცს თივა გაუხადე ზურგით სათრევიდა თავთავები მოგვიწიე, და ხან მწიფე, და ხან მკვახეა ჩვენი ქვეყანა,რომელშიც ჩვენი გასაჭირი, გასაჭირი რომელშიც, რძესავით დუღდა.ობლის კვერი კი ხან ცხვებოდა, ხან პირიქით - გამოუმცხვარს ვყლაპავდით დღეებს.რად არ ჩანდიო, უნდა გითხრა, რამდენჯერ “ქალაქს” -სავაჭროდ მოველ, ნავაჭრი კი ისევ ვერ გამაქვს.უკან და გზაზე ამოუსვლელ ჩემივე მზეებსვიღამებ, გარეთ ქარია და სიჩუმეს ზვერავსსასაფლაოდან ამოთხრილი ჩემივე გვამიჩემივე სიკვდილს გახლეჩილი ვაშლივით ჰგავდეს,ერთხელ ხომ მაინც მიყვარდი დაერთხელ ხომ მწამდი.რად არ ჩანდიო, ჯერ არ მითქვამს, ბოლოს რომ მნახერა ფერის იყო გაზაფხული, დაჭორფლილ სახისასარიდებლად, განაპირა უბნებში, სახლებსგამოეტანათ თვალები და ლოცვისთვის დათხრილსძლივს მოვათრევდი საუკუნის წინ ჩაყრილ ვენახსდა ჩუმად ჩემთვის ვლოცულობდი...შენ კი, დროს ისე მიუძღოდი წინ, როგორც ნახირს.
- ყურთასმენა წაიღეს.როგორ კივიან სველ ჭალებში მიკიოტები.წყალმა თქვა: მოსვლა არ მაცადო თავად მოდი დაწყალმა თქვა: მოსვლა არ მაცადო თავად მოდი დაშენ ისევ ზიხარ. ცხოვრებიდან გცვივა კოლტები -ლოდინის.
ღამის მიწურულს, რომელიმე დღის გასაყართან,როცა მაჟორულ ნოტზე დილა ფოქსტროტს ასრულებსგაგვახსენდება, რომ ოდესღაც ვიღაც გვიყვარდაგაგვახსენდება, რომ ოდესღაც, მასაც...და სადღაც შიგნით, უმომავლო სულის საყდარში –სარკეები - ჩვენს სახელებს იმეორებენ.
პირი. მეორე:ჩვენ სიყვარული დაგვაბრალეს.ჩვენ არ გვიყვარდა.ერთმანეთის შემოგვხვიეს ხელები დახელოვნურად ვსუნთქავდით ჟანგბადს.დაბადებიდან შეგვიძლია ვიყოთ დიდები,ჩვენი ბავშვობაბაჯაღლოს სქელ რგოლებში ვჟანგოთ.ჩვენ ვერ ვისწავლეთ.ვერაფერი ჩვენ ვერ ვისწავლეთ.და იყო „როდის“, და იყო „მაგრამ“, და იყო „თუმცა“,გვინდოდა - „მუდამ“.ჩვენ ვერასოდეს გვეყვარება, როგორც ვუნდოდით,და ვერასოდეს ვეყვარებით, როგორც ჩვენ გვსურდა.და როცა გვიყვარს.მერე ვხედავთ.მერე შეხება,იგრძელებს ხელებს და საბანქვეშ სიძულვილს მალავს,და უჟანგბადოდ აგვიტყდება როცა ხველება,და ერთმანეთის სიძულვილით ვიღლებით, როცაჩვენ დროს ვიცილებთ.სხეულიდან ვშლით ჩვენს საათებს.როგორც ქვიშაში თამაშისას, ისე გვრჩებაფრჩხილებში ჭუჭყი,და ჩვენ ვერავინ გვეშველება, როცა გვჭირდება.და ვერც ვერავის ვეშველებით, როცა მათ უჭირთ.
და ახლა ჩვენ ვთქვით:
რომელმან კაცთა, ყოველთა კაცთა და მთელ მის ნაშიერთ მოგვაგე პური,და პური, და წყალი, და ღვინო, და ჩვენ კი მაინც, მოუხნავს ვყლაპავდით ბელტებსიმ ცისას, იმ ზღვისას, იმ მთისას, და ქალაქში ვეძებდით დამჭკნარ სამყურებსიმ ცაში, იმ ზღვაში, იმ მთაში რომ ვძირკვეთ და მაინც ზევიდან დავყურებთ -სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცოცხლობთ და ვკვდებით, და რომელშიც ვივსებით ცოდვით,სამყაროს - რომელშიც ვსუნთქავთ, და გვიჭირს, და უჰაერო სივრცეებს ვგავართ.რად არ ჩანდიო, ხომ გითხარი, ბოლოს რომ ავხდი,კუბოში მეწვა დედამიწა. ტიროდა სახლიდა უარყოფას, ან არყოფნას ვითხოვდი. გთხოვდიდა უარყოფად, ან არყოფნად ქალაქში ვთოვდი,და მოვდიოდი ისევ ისე მოხრილი წელშიდასასრულიდან ვიწყებდი და საწყისად გწერდი.რად არ ჩანდიო, ჩამომხედე,წითელი ზონადროს იფართოვებს, მე გადაღმა კაბას ვიზომავ,იქ სადაც, ვინმე გაამართლებს სიშორის მიზეზსსადაც მიწიდან უცნაური თვალებით მიმზერ -მე გეუბნები:გადავშენდი, აქ ვეღარ მოვალ.
- ყველაფერი გაიღეს.აღარაფერი დარჩათ უკვე ჩემთვის სათქმელი.წყალმა თქვა: მოსვლა დამაცადე, თავად მოვალ დაწყალმა თქვა: მოსვლა დამაცადე, თავად მოვალ დაშენ უკვე ტანით დიდ მდინარეს მიადგაფუნებ- ცხოვრების.
დღის დასასრულში, რომელიმე ღამის არყოფნასსაკუთარ თავში, სინანულით რომ დავიმძიმებთ,და როცა ციფრი, ცხოვრებაზე არ გაიყოფადა როცა აბი, არ გვჭირდება მისთვის საძილედ.ჩამობნელდება იმ ზღაპარში, სადაც ნაყოფივკრიფეთ სიზმრების.სარკეებიც - დაგვივიწყებენ.
პირი. მესამე:
ჩვენ სიძულვილი დაგვაბრალეს.არავინ გვძულდა.ბრძოლის ველზე ხბორებივით გაგვრეკეს დაერთმანეთის გაგვაძღეს ხორცით.ჩვენ ერთმანეთი შევითავსეთ, ისიც ხანდახან,და როცა გვიყვარს, მაშინაც კი ერთმანეთს ვხოცავთ.ჩვენ მარტოობა დაგვაბრალეს.ჩვენ მარტო არ ვართ.უსინათლო თვალები აგვიხვიეს, რომ გადარჩენაგვეპოვა კენტად.ჩვენ ვერასოდეს გამოვაღწევთ შენი მუცლიდანვერც ვერასოდეს შევსახლდებით ამაზე მეტად.სიჩუმე მოდის.ჩვენ არ ვფხიზლობთ.და გვეჩვენება, რომ ეს სამყარო - მზის გადმოსწვრივ ჩავარდა ჭაშიდა როცა ფიქრებს სამშვიდობოს ჩუმად გავხიზნავთ,როცა თვალებში გუბეები დაშრება, მაშინ- ჩვენ გავიღვიძებთ.ცხოვრებაში გაგვეღვიძება.და ისევ ისე გავაგრძელებთ დარდსა და გმინვას.ადამიანებს, არ ელიან, როცა მიდიან.ადამიანებს იქ ხვდებიან, სადაც ჩვენ მივალთ.
და ვთქვით:რომელმან შექმენ სამყარო და რომელმან შეგვქმენ ჩვენ და რომელსაც გკლავდითყოველდღე გკლავდით და გძირკვავდით და სტომაქებს ვივსებდით სისხლითრომელსაც შიშველ, ხან გასანთლულ, ხან დალეწილს, გიშვერდით მკლავებსდა მერე სუფთას, ხან გასანთლულს, ხან სისხლიან სუდარებს ვხევდითდა შენ რომელმან შექვმენ ჩვენ და შენად და ჩვენად და მსგავსად და ხატადდა ჩვენ, რომლებსაც გვასწავლეს სისხლი და ომი და ზიზღი და კარგვა -პირისპირ ვდგავართ.
ჩვენ ყველაფერი დაგვაბრალეს.ჩვენ უბრალოდ გამოგვიგონეს.ჩვენ ყოველდღე ერთმანეთს ვკარგავთ.ჩვენ არაფერი გაგვაჩნია, გარდა ხმელეთის,მოშიებული, წყალნაკლული ხმელეთის გარდა.
- სამშვიდობოს იძინეთ.გაღვიძებამდე ზამთარია გადასავლელი.წყალმა თქვა: წყალზე თუ ჩამოხვალ ფეხებს დაგბან დაწყალმა თქვა: წყალზე თუ ჩამოხვალ ფეხებს დაგბან დაშენ უკვე წევხარ. გაღვიძებას უკვე არც ელი -იწყები.
გამიმეორე - უნდა აგიხდეთვალი დავხუჭოსიზმარივით გამოგეცხადო,იქ, სადაც უკვე სიზმარია ეს ყველაფერიდა სადაც იქნებ,არასოდეს დავბადებულვართ.
ჯავახიშვილი კატო

ჯავახიშვილი კატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი