↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რომანი

ჯავახიშვილი კატო

2013-05-121 წთ საკითხავი2541 ნახვა

—
დილა _ გახურებულ ბაჯაღლოს მონეტას სხეულზე იშანთავს,ცხელა ფერდობებზე, ვარდის და გვირილის ვიკეთებ სამკლავურს.მინდვრებს დაგეშილი ძაღლივით მივყვებით, ბანაკი ბოშათასილაგარტყმულივით ტოვებს ამ ქალაქს და გზა-სავალსიმოკლებს.ხელზე ნამკითხავებ, გვალვისგან გადამწვარ ველებზე ვჩერდებით,მზერას ვიჩრდილავ და...ვითომ უდარდელი, ყალიონს ვაბოლებ.მთელი დედამიწა, ჩახსნილი კარვიდან სიყვარულნაჩვევიქალივით იწვის და კოცონთან ალივით ჩურჩულებს სიბნელე.ფრთხილად, ხაფანგია!თვალებს დავიწყების სურვილით ვაელვებ,ფეხზე მკიდია თუ დანისლულ განთიადს ვერ ვმალავ სამოსში,მოსჩანს გაბზარული ჭიქიდან გზა-ხაზი _ ცხოვრების სამელნე,ქალი კრიალოსანს კარვის მისადგომთან, თმასავით ჩამოშლის.დასწყევლოს გამჩენმა, ეს მიწა შენსავით ცხელია, ცხელია,მზერას ვიჩრდილავ და...ისევ უდარდელად ვაბოლებ ყალიონს,გაღმა ქალაქს სძინავს, ათასი ჭორით და ტკივილით ნამეხარს,აქ კი ნაკვერჩხალზე ცეცხლის ენასავით სიფხიზლე ყვავილობს.იწვის ფერდობები, ჭრელი კაბასავით ტრიალებს,ტრიალებს...დილა _ გახურებულ ბაჯაღლოს მონეტას სხეულზე იშანთავს,სილაგარტყმულივით ვტოვებთ ამ ქალაქს და გადაშლილტრამალზემინდვრებს დაგეშილი ძაღლივით მიჰყვება ბანაკი ბოშათა.
ჯავახიშვილი კატო

ჯავახიშვილი კატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი