პოეზია · ლირიკა
უმისამართო პოეტის სევდა
უმისამართოდ გამოვედისახლიდან დღესაც.დავუყევ ქუჩას,წლებნაშალი სევდით დაფენილს.შენ შემოდგომით შეკერილიტკივილი გეცვა,შენ ჩემი დიდი ცოდვა იყავ,მე კი _ სასჯელი.მტკვარზე ეს ლექსიც დავუტოვეპირქვე საზანდრებს.ეგება ვინმემ სიმთვრალეშიწაიღიღინოს.ქალაქი მაინც თავის ჩვეულგზებზე დამათრევს,მე კი მინდოდა მომეტანაშენთვის ღიღილო...ზეცა ქუჩებში ჩვენს შორეულბავშვობას რეცხავს.გვიანი არის. წამოვიდაუკვე ფანტელი,შენ შემოდგომით შეკერილიტკივილი გეცვა.შენ ჩემი დიდი ცოდვა იყავ _მე კი სასჯელი.