პოეზია · ლირიკა
ფურცელზე წერა მომენატრა,უბრალოდ წერა
ფურცელზე წერა მომენატრა...მუხურის ეზო...ჰამაკი...ბევრჯერ წაკითხული გრანელის ლურჯიწიგნი და... ყვითელგულიანი ჩიტები ხეზე...ბიძაშვილები-თაგვებივით შესული ბუჯერს...
ხალმიდან ყველის ამოღება და მერე ჭიშკარ-გადაღმა ფრთხილად გადაპარვა,ბიჭებთან ძუსისსანაპიროზე ცოფიანი არაყით "თიშვა"...თხმელებში- ბანქო,სიგარეტი და სამი ტუზი.
საერთოდ წერა მომენატრა...მსუბუქად წერა...მწვანე მინდორი...მოლოდინი გვალვაში ავდრის;მე ახლა ზემო ვარკეთილში დივანზე ვწევარდა ზედვაკეში მარტო ჩემი ოცნება დადის.
ფურცელზე წერა მომენატრა,უბრალოდ წერა...