↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფლეიტა

ჯავახიშვილი კატო

2026-07-181 წთ საკითხავი2541 ნახვა

—
აქ ჩემზე დაწერენ.იტყვიან _ საცერში ფქვილივით არჩევდაქატოსგან სტრიქონებს.ბაბუაწვერები ჰაერში უშვებდნენუდროო განედებს,სისხლიან ლიქიორს კიერქვა მდინარეთი ჩემი და სისხამზემკლავებჩამოყრილი ტიროდა ფლეიტა _ვიდექი ამაყიც,ვიდექი მორჩილიც,სფინქსივით აღმდგარიც,ხანდახან ფრენითაცსაშინლად დაღლილიბუდეებს ვეძებდი,ნიადაგს ვსინჯავდი, თუმცა კი ლიანდაგსჩემი ლექსებივით ვერ ავცდი ვერც ერთიწუთით და ეს კაბაც სხეულს რომ მილანდავს _ისევ შევისწორე,მუხლისთავს ჭრილობა,რომ არ შეგემჩნიათ ცისფერი ხაზებით.ვარღვევდი ყოველდღე ობიან ჭილოფს დაჭინჭებში გამოკრულ დღეს ვანაფაზებდი,რომ ისევ ნგრევაში შემშლოდა ბილიკი.რომ ისევ კარავი დამეცა გზისპირას.რომ მეთქვა: გაავდრდა, მანამ მოვიდოდიათჯერ გადაიღო და ათჯერ იწვიმა.აქ ჩემზე დაწერენ,რომ სიტყვის საცერში ხელებით არჩევდაქატოსგან სტრიქონებს,რომ იყო ცეცხლიც დარომ იყო ნაცარიც _ბაბუაწვერების სიკვდილი _სიშორე...
ჯავახიშვილი კატო

ჯავახიშვილი კატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი